მთავარისიახლეებისაზოგადოება„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა"- თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე

„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა”- თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე

Published on

სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილიარ ექვემდებარება გასაჩივრებას – შეჩერების ღონისძიების გაუქმება. 

„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად “რუსთავი 2”-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და “TV საქართველოს” საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა “TV საქართველოს” სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი მესაკუთრე გადაწყვეტს, როდის შევა ძალაში აღსრულება – აცხადებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სეფასებისას. 

მისი თქმით, მხარეებს შეუძლიათ დიდ პალატაში გაასაჩივრონ მხოლოდ საქმის არსებითი ნაწილი.,რომელზეც სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება 6 ხმით ერთის წინააღმდეგ არის მიღებული.

“გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ის დღეიდან არის ძალაში. ჩვენ მხარეები, თუკი რამეს გავასაჩივრებთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა აქ სადაო არაფერი ჩანს.

“მხარე ასაჩივრებს ამისთვის აქვს ექვსი თვის ვადა, თუმცა დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის, შუაში არსებობს ფილტრაციის კოლეგია, რომელიც  ან დაუშვებს საქმეს განსახილველად, დიდ პალატაში ან არ დაუშვებს, გახსოვთ რომ ასე გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...