მთავარისიახლეებისაზოგადოება„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება

„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება

Published on

„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩენილ ერთადერთ შანსს კომპანიის იურისტები ბოლომდე გამოიყენებენ. ხუთი პუნქტიდან სასამართლომ მხოლოდ ერთში დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა და ეს საჩივარი კომპანიის მფლობელების მიერ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას ეხება.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას დაობდნენ. სარჩელში დეტალურად იყო ახსნილი, რომ კომპანიის კუთვნილებასთან დაკავშირებით ეროვნულ სასამართლოებში მიმდინარე განხილვებისას არხის მფლობელებმა ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ასევე დარღვეული იყო გამოხატვის თავისუფლების და საკუთრების უფლებები. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ საქმის 2-წლიანი განხილვისას არც ერთი უფლების დარღვევა არ დაადგინა.

„რუსთავი 2“-ის დირექტორი და იურისტები ამბობენ, რომ ერთადერთი საშუალება, რომელიც გასაჩივრებისთვისაა დარჩენილი, უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადგენს, მაშინ საქმე რადიკალურად შეიცვლება.

იურისტები ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი დასრულებულა და ისინი ბრძოლად ბოლომდე გააგრძელებენ.  

ძირითად საქმესთან ერთად სტრასბურგის სასამართლომ დღეს ის დროებითი ღონისძიებაც გააუქმა, რომელიც 2 წლის წინ დამოუკიდებელი კომპანიის დასაცავად მიიღო. დროებითი ღონისძიების გაუქმება „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს დამატებით კითხვის ნიშნებს უჩენს.

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებს სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 3-თვიანი ვადა აქვთ. დოკუმენტის დეტალურად შესწავლის შემდეგ იურისტები ჩამოყალიბდებიან, რა საფუძვლით და რა არგუმენტებით გაასაჩივრებენ მას ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...