მთავარისიახლეებიკულტურათამუნა ლილუაშვილის ტრიუმფი ჰოლივუდურ სცენაზე და საქართველო ნახევარფინალში

თამუნა ლილუაშვილის ტრიუმფი ჰოლივუდურ სცენაზე და საქართველო ნახევარფინალში

Published on

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, იქ, სადაც ადრე საქართველოს სახელით არც ერთი მომღერალი არ გამოსულა, ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი დიდ სცენაზე დგას. მსოფლიო ვარსკვლავების სცენა ზუგდიდელმა  მომღერალმა  ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სამელებთან“ ერთად დაიპყრო.  World Championships of Performing Arts – WCOPA საერთაშორისო მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. ნაციონალური ჩვენების შედეგად საქართველო  საუკეთესო სამეულშია და ნახევარფინალში მონაწილეობს. „66 ქვეყანას შორის თამუნა ლილუაშვილი ნახევარფინალშია…გილოცავთ საქართველო,გილოცავთ ზუგდიდი…მადლობა art-fest Georgia-ს და მის დირექტორს ქალბატონ ნინო გელაშვილს, რომლის რეკომენდაციით მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ამ პროექტში“-ამბობს სტუდია „რიბი-რაბოს“ ხელმძღვანელი და თამუნას პედაგოგი ნინო მამფორია, რომელიც ფესტივალზე ახლავს მომღერალს. თამუნა ლილუაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლ ,,გინცის”სოლისტია. მან მოახერხა და ჰოლივუდის დიდ სცენაზე, სადაც უძლიერესი კონკურსის პირობებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები  საკუთარ ნიწსა და გენიალურობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ჟიურის მოწონება დაიმსახურა და ნახევარფინალისტი გახდა. თამუნა ლილუაშვილი ქართული მუსიკალური პროექტების მონაწილე კონკურსანტია, ის მონაწილეობდა „x- ფაქტორში“, თამუნა ლილუაშვილმა გასულ წელს  აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში – Golden Dream გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...