მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ლავროვის განცხადებას და ხელისუფლების დუმილს ეხმაურება

ოპოზიცია ლავროვის განცხადებას და ხელისუფლების დუმილს ეხმაურება

Published on

გამოვიდეს ხელისუფლება და ლავროვის განცხადებას უწოდოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, ისევე დაგმოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება,  როგორც მან პუტინის შეურაცხმყოფელი მონოლოგი დაგმო.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ ძალებს და იმ აქციას, რომელიც თითქმის ერთი თვეა რუსთაველზე იმართება,  რუსეთის დავალებით უტევს. 

დეკანოიძე ამბობს, რომ „ნებისმიერი  ინსტიტუციონალური,  პროდასავლური განწყობა და ორგანიზაცია საქართველოში, იქნება ეს „რუსთავი 2,“ პროდასავლური პარტიები, პროტესტი, აქციები ახალგაზრდების, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის, ვინაიდან რეალურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ განწყობას. რუსეთისთვის ერთადერთი მისაღები მოცემულობა ეს არის „ქართული ოცნება,” “პატრიოტთა ალიანსი“ და ვასაძისნაირი ფაშისტური ჰომოფობიური ძალები.

“აი, სწორედ ამიტომ უტევს “ქართული ოცნება” რუსეთის დავალებით “რუსთავი 2”-ს და პროდასავლურ პარტიებს. -აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების საერთო ინტერესები –  აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი – ლავროვის  განცხადება სინქრონშია “ქართული ოცნების” სურვილთან ჩაახშოს ქვეყანაში ანტირუსული პროტესტი – .,, მათი ამოცანა და მიზანი არის ქართულ საზოგადოებაში იმ საპროტესტო მუხტის ჩაქრობა, ჩახშობა, რაც უკავშირდება ქართული საზოგადოების მიერ რუსული ოკუპაციის მიუღებლობას. რა თქმა უნდა, ამ პროცესში რუსეთისათვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ჩაახშოს ყველა თავისუფალი არხი, რითაც ქართული საზოგადოების ეს თავისუფლების მოყვარეობა ჩანს” – ამბობს იგი

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...