მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის ულტიმატუმი ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ დაისაჯოს "რუსთავის...

ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის ულტიმატუმი ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ დაისაჯოს “რუსთავის 2” , ლეგიტიმურია

Published on

სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ “რუსთავის 2”-ის დასჯას მოითხოვს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნა ლეგიტიმურია და “რუსთავი 2”-ის საქციელი, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია.

,,მე არ მინახავს თვითონ [ლავროვის განცხადება], მანანამ მითხრა ახლა, მოახერხა, სანამ სხდომიდან გამოვიდოდით.

მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს, დასაგმობია ყველა ქართველისგან, ეს იყო აბსოლუტურად არაქართული და არაკულტურული გამოსვლა, ეს იყო სირცხვილი, რაც მათ გააკეთეს

„რა თქმა უნდა ის, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ში, ეს არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიისგან, რა თქმა უნდა, ამას მთელი საზოგადოება განსჯის, განსჯის საგანია. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს. კარგია, რომ ჩვენ ვახერხებთ მიუხედავად დიდი მცდელობისა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, რომ  ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. დასაგმობია ყველა ქართველისგან,“- განაცხადა ივანიშვილმა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...