მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა...

,,ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი?” – ბიძინა ივანიშვილის პასუხი ჟურნალისტებს

Published on

„ქართული ოცნების“ ლიდერს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს როგორც ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, ისე რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია შეკითხვებმა 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ნარინჯისფერი ტყვიებისა და საერთოდ გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობის შესახებ და ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე გადავიდა:

“შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ, დაწყნარდი”; “სად გაიზარდე შვილო… კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,”-ასე მიმართვადა იგი ჟურნალისტებს

მან ასევე  უხეში პასუხი გასცა მედიის წარმომადგენლებს შეკითხვაზე ვინ გასცა აქციის სასტიკი დარბევის ბრძანება და ხომ არ მოდიოდა ეს ბრძანება მისგან: ,,ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი?”

ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა ანტისაოკუპაციო აქციაზე ამ დროისათვის არსებული სიტუაცია. მისი თქმით, 20 ივნისს უფრო მეტი ხალხი იყო აქციაზე გამოსული, თუმცა ახლა აქციის მონაწილეების რიცხვი ძალიან შემცირდა. 

“ასეთ ბრიყვულ კითხვას, თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ეს თქვენგან არა მათგან (“ნაციონალური მოძრაობა”) მოდის. როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს 200 კაცს უყრიან თბილისში და 200 კაცს რეგიონებში, ხალხის ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: “აქციაზე ახლა თქვენი ხალხია, ძირითადად “რუსთავი 2″-ელები არიან.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...