მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: "არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ, "ნაციონალური...

ბიძინა ივანიშვილი: “არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ვითანამშრომლებთ ყველასთან”

Published on

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის არ არის გამორიცხული შეიქმნას კოალიციური ძალა, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, “ქართული ოცნება” უმრავლესობითაც მოვიდეს ხელისუფლებაში.  “არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან,” – განაცხადა მან.

“პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში “ქართულმა ოცნებამ”, გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას.

დროს, რაც შეეხება, რატომ შევვცალეთ გადაწყვეტილება ეს მე ჩემს განცხადებაში ავხსენი. მზაობა იგრძნობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ მზაობა ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს. ” – აღნიშნა ივანიშვილმა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...