მთავარისიახლეებისამართალი,,ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენებში მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს...

,,ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენებში მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს”- ბაჩუკი ქარდავა უკვე მივიდა გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში

Published on

,,ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენებში მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიება მის წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს – აცხადებს გერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.-მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამ გზით ცდილობს, რომ საქართველოში დემოკრატიული და პროდასავლური ოპოზიციის იზოლირება მოახდინოს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა უკვე მივიდა საქალაქო სასამართლოში. გამოკითხვაზე შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა

დამერწმუნეთ, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში ამის მიღწევა შეუძლებელია და ამას ვერც ივანიშვილი ვერ მიაღწევს. სისულელეა ის ბრალდებები, რაც ისმის ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ 20 ივნისი რამენაირად გადააბრალონ სხვას. მაგრამ როგორ შეიძლება გადააბრალო ხალხს ის რაც დააშავა თვითონ ხელისუფლებამ, ძალადობას ვგულისხმობ. ხალხმა, როდესაც შეეხნენ მის ეროვნულ ღირსებას გამოხატა პროტესტი ოკუპანტის წინააღმდეგ. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ აკეთებდეს, ხალხს უწევს პროტესტის გამოხატვა ოკუპანტის წინააღმდეგ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ

„დასამალი არაფერი არ მაქვს, მე ყველა კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე, იმიტომ რომ მე ვიმყოფებოდი თითქმის პირველი წუთებიდან საქართველოს პარლამენტთან, ჯერ უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროსთან და იქ მივედი პროტესტის გამოსახატად, იმის გამო რაც ვიხილე ტელევიზორში. ვნახე საოცრება, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი გავრილოვი წამოსკუპებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა, ყველამ ყველაფერი ვიცით. პირველი წუთებიდან ბოლო წუთამდე მე ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ახლაც ვარ ჩართული, იმიტომ რომ მიმაჩნია აუცილებლად უნდა დაისაჯოს მთავარი დამნაშავე და ეს დამნაშავე არის გახარია, ის უნდა გადადგეს “- განაცხადა ქარდავამ.


ედპ-ს ლიდერმა 20 ივნისის მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ აპირებს ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ის პარლამენტთან პირველი წუთებიდანვე იმყოფებოდა პროსტესტის გამოსახატად, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იხილა:

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...