მთავარისიახლეებისაზოგადოებამერაბ ქვარაია- "ვლაქერნობის უქმედ გამოცხადებაზე ვიმსჯელებთ"

მერაბ ქვარაია- “ვლაქერნობის უქმედ გამოცხადებაზე ვიმსჯელებთ”

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ინიციატივას – ვლაქერნობის უქმედ გამოცხადების შესახებ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ამბობს, საკითხზე ახალი შრომის კოდექსის ფარგლებში იმსჯელებენ.

“მეუფის ეს განცხადება არის მეტად საყურადღებო და ის გამომდინარეობს როგორც რელიგიური მოსაზრებიდან, ასევე პრაქტიკული საჭიროებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ჩამოსვლას ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე. საჭიროა ამ საკითხის საფუძვლიანად გააზრება. ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ შრომის კოდექსზე. ჩვენ ამ პროცესის ფარგლებში ვიმსჯელებთ უქმე დღეებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლებელია, განვიხილოთ ევროპული პრაქტიკა თვითმმართველობის ფარგლებში უქმე დღის ჩანაცვლების შესახებ. ერთია, რომ საქართველო გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლის, მეორეა ის, რომ საჭიროა ამ უქმე დღეების ხელახალი გადააზრება. ვფიქრობ ამ კონტექსში დროული იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა”, – აღნიშნა ქვარაიამ. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...