მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

Published on

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლეიენს 374 ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მას 383-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

„ნდობა რომელიც მე გამომიცხადეთ არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად “, – განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...