მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მეუფე შიოს დაცვის წევრები და სტიქაროსნები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში მეუფე შიოს დაცვის წევრები და სტიქაროსნები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ

Published on

ზუგდიდში, სტიქაროსნებმა და სავარაუდოდ ვლაქერნობაზე ჩამოსული მეუფე შიოს დაცვის წევრებმა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს გადაღებისა და შეკითხვების დასმის საშუალება არ მისცეს. ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ მეუფე შიოს დაცვის წევრმა მას მიკროფონის წართმევა დაუპირა , დაემუქრა, რომ მიკროფონს დაუმტვრევდა და ხელიც ჰკრა. ეს ადამიანები აგრესიულად ექცეოდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც და განსაკუთრებით უხეშობდნენ მათ მიმართ, ვინც ამ ინცინდენტის დაფიქსირებას ცდილობდნენ.

კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ვლაქერნობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ის სტიქაროსნებმა ტერიტორიას განარიდეს.

მეუფე შიოსთან კითხვები ჰქონდა მედიას დავით გარეჯზე, სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის ქადაგებას, მიმართულს ვლადიმირ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდაჭერაზე , სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ევროკავშირის “ცოდვილი” პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეა, და ღმერთს პუტინის შენდობას სთხოვს.

 დღევანდელ ვლაქერნობას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან. განსხვავებით სხვა წლებისგან, როცა ზუგდიდში საგანგებოდ ჩამოდიოდნენ პრემიერ-მინიტრი და მთავრობის სხვა წევრები

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...