მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლეიბორისტული პარტია'' პოლიციის აღჭურვილობიდან რაკეტისებრი, და საერთოდ, რეზინის ტყვიების...

,,ლეიბორისტული პარტია” პოლიციის აღჭურვილობიდან რაკეტისებრი, და საერთოდ, რეზინის ტყვიების დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს

Published on

ლეიბორისტული პარტია“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. პარტია შინაგან საქმეთა მინისტრს მომიტინგეების წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

“ლეიბორისტები” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართავენ და კანონიდან იმ მუხლის ამოღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც აქციის დაშლის შემთხვევაში, სამართალდამცველებს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლებას აძლევს.

„მოქმედი კანონმდებლობაც, რომელიც დაარღვია გახარიამ და რის გამოც ის ციხეში უნდა იჯდეს, ამბობს, რომ პოლიციელებს არა აქვთ უფლება, აქციის დაშლისას ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც იწვევს მათ დასახიჩრებას. ეს არის კონკრეტული მუხლი, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში. არა მხოლოდ დაუყოვნებლივ იქნეს ამოღებული მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი რაკეტისებრი ტყვიები, არამედ საერთოდ რეზინის ტყვია იქნეს ამოღებული პოლიციის აღჭურვილობიდან“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...