მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი გახარიას დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს

სალომე სამადაშვილი გახარიას დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს

Published on

“საშიში განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ” – ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებს მასთან ერთად პარლამენტიდან ადევნებდნენ თვალს უცხოელი ელჩები.

ენმ-ს წევრმა მინისტრი დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში დაადანაშაულა.

„ეს არის ძალიან საშიში რამ, რაც მან განაცხადა იმიტომ, რომ პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც მცდელობა ამოეფაროს ვიღაცის კალთას, დიპლომატების კალთას. მისი განაცხადი, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ იქ, როდესაც ის არბევდა დემონსტრანტებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანოს სწორედ ამ ურთიერთობებში და გარკვეულ წილად გაუცხოება გამოიწვიოს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და დემოკრატიულ ძალებს შორის ქვეყანაში. და ეს მას რა თქმა უნდა არ გამოუვა იმიტომ, რომ ამ ტყუილებს არავინ არ ჭამს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...