მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს - ოპოზიციის მთავარი გზავნილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

ივანიშვილს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს – ოპოზიციის მთავარი გზავნილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

Published on

ივანიშვილს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს ქართული ოპოზიციისგან მოისმინა.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები პირდაპირ ითხოვდნენ დონალდ ტუსკისგანშეეჩერებინა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და კონკრეტული ფინანსური სანქციებით დამუქრებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც საქართველოს მართავს.

ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ურჩია, რომ ივანიშვილთან საუბრის დროს, პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდეს ტერმინი სანქცია. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას ოპოზიცია ცდილობდა დაერწმუნებინა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ზეწოლა ერთადერთია, რაც „ოცნების“ ლიდერის დიქტატორულ მისწრაფებებს შეაჩერებს.

შეხვედრა დახურული იყო, თუმცა „კურიერმა“ გაარკვია, რომ საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას და ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას. ოპოზიციამ პირდაპირ უთხრა ტუსკს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელსაც „ოცნების“ ლიდერი ოპოზიციის გასანეიტრალებლად იყენებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად უთხრა ოპოზიციას, რომ ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს რეკომენდაციები, რომელიც ეუთომ ბოლო არჩევნების დროს დაწერა. ისაუბრეს პროპორციულ არჩევნებზეც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც არ დაუმალავთ, რომ არ მოსწონთ „ოცნების“ ინიციატივა, რომელიც ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას ეხება და ამაში საფრთხეებს ხედავენ.

ოპოზიციის შემდეგ დონალდ ტუსკს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა დანიშნული. ამიტომ ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საშუალებით გზავნილები ივანიშვილსაც გადასცა.

დონალდ ტუსკის მრჩევლებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მზად არიან ბრიუსელში ისაუბრონ თემებზე, რომელსაც, ოპოზიციის ხედვით, ქვეყანა დიქტატურისკენ მიყავს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...