მთავარისიახლეებისამართალიდავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. ,,თავს დამნაშავედ არ ვცნობ''...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. ,,თავს დამნაშავედ არ ვცნობ” – აცხადებს იგი

Published on

დავით სარალიძის მკვლელობის საქმე – ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

სასამართლოზე პროკურატურამ მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. “წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების. მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს”, – აღნიშნა საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა

დაცვის მხარე კალანდიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლის კითხვაზე ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში. კალანდიამ თქვა:„არ ვცნობ თავს დამნაშავედ”.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...