მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრძანება მე გავეცი- გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე

ბრძანება მე გავეცი- გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე

Published on

ბრძანება მე გავეცი – ეს განცხადება, საქართველოს შს მინისტრმა გააკეთა. ტვ “პირველის” ეთერში, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედა. მინისტრის განცხადებით, სროლის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ხასიათი. 

ნარინჯისფერ ტყვიებზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობს, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები ლეტალური არ არის. მისი თქმით, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად. 

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ – იმიტომ, რომ პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...