მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია - ელიზაბეთ რუდი

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია – ელიზაბეთ რუდი

Published on

არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია – ეს განცხადება ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ელიზაბეთ რუდი ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთში გენოციდი მოაწყო.“ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ელიზაბეთ რუდი ანტისაოკუპაციო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადება “კურიერთან” ბათუმში გააკეთა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

„როდესაც საქართველო უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროკავშირში, ეს ხდის მას უფრო ძლიერ პარტნიორად შეერთებული შტატებისთვისაც. რაც შეეხება აქციას, დემონსტრანტებს ვეტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს. პტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას. არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

სიახლეები

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...