მთავარისიახლეებიკულტურაქართული ღვინო, წყლები და... ნინო ქათამაძე - პუშკოვი მოითხოვს ქართველ ხელოვანს...

ქართული ღვინო, წყლები და… ნინო ქათამაძე – პუშკოვი მოითხოვს ქართველ ხელოვანს რუსეთში შესვლა აეკრძალოს

Published on

რუსი დეპუტატი, ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ნინო ქათამაძეს “რუსოფობიური განცხადებების” გამო რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს. ამის შესახებ “რია” წერს.

“ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი სძულს, მაგრამ ქვეყანაში მაინც მოდის კონცერტების გასამართად და ფულის შესაგროვებლად, ამორალური და ცინიკურია,”- თქვა პუშკოვმა ფედერალური საბჭოს სხდომაზე.  

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ერთ დროს ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომლებიც “უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან, აკეთებენ ანტი-რუსულ და რუსოფობიურ განცხადებებს.” 

“ამ მხრივ, გთავაზობთ, რომ ქათამაძეს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა დავუწესოთ. იგივე გავაკეთოთ პირებზე, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, რომლებიც გააკეთებენ რუსოფობიურ განცხადებას,”-ამბობს პუშკოვი. 

ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მომღერალმა მოსკოვში ბოლო კონცერტი 22 ივნისს გამართა, კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. 30 ივნისს მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, რუსეთს ოკუპანტი უწოდა, ვლადიმერ პუტინს კი საქართველოსა და, შესაბამისად, საკუთარი მტერი. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....