მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირველმა სალომე ზურაბიშვილმა იკივლა და ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია საგარეო პოლიტიკურ...

პირველმა სალომე ზურაბიშვილმა იკივლა და ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია- გრიგოლ ვაშაძე

Published on

კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სწორედ მისი განცხადებების შემდეგ დაიწყო “კივილი მოსკოვში”.

სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს, პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად. პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. კამერებში ვამბობ ამას. მაპატიეთ ჩემი არადიპლომატიური გამოთქმისთვის – კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, გადააქცია შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად, ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი დაგეგმვისა და შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს. აი, მერე დაიწყო პანიკა, მერე დაიწყო დაბრალებები, სიტუაციის დალაგების მცდელობები და ა.შ. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას”, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...