მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირველმა სალომე ზურაბიშვილმა იკივლა და ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია საგარეო პოლიტიკურ...

პირველმა სალომე ზურაბიშვილმა იკივლა და ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია- გრიგოლ ვაშაძე

Published on

კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სწორედ მისი განცხადებების შემდეგ დაიწყო “კივილი მოსკოვში”.

„სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს, პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად. პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. კამერებში ვამბობ ამას. მაპატიეთ ჩემი არადიპლომატიური გამოთქმისთვის – კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, გადააქცია შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად, ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი დაგეგმვისა და შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს. აი, მერე დაიწყო პანიკა, მერე დაიწყო დაბრალებები, სიტუაციის დალაგების მცდელობები და ა.შ. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას”, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...