მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „რუსეთთან ვაჭრობა არის ნორმალური. ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ ფული ყველა...

მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთთან ვაჭრობა არის ნორმალური. ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ ფული ყველა მეზობელი მდიდარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან აუცილებლად, ოღონდ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფული

Published on

„რუსეთთან ვაჭრობა არის ნორმალური და კარგი და წასახალისებელი, მაგრამ როგორც კი გრძნობენ, რომ მთლიანად მათზე ხარ ჩამოკიდებული, ეგრევე იწყება სხვა ბერკეტების ამოქმედება,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ ეთერში საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, რუსული ბაზრის წინააღმდეგი არ იყო, უბრალოდ მთავარია, რომ დამოკიდებული არ გახდეს ქვეყანა.

„ჩვენთან, საქართველოში პრობლემა იმის გამო კი არ არის, რომ გაბუნიამ რამე თქვა ან ქუჩაში ხალხი გამოვიდა, პრობლემები არის იმის გამო, რომ არის ქურდობა, კორუფცია, საქართველოს ეკონომიკა აღარ იზრდება იმის გამო, რომ მთელ ფულს იდებს ივანიშვილი ჯიბეში და ივანიშვილი იდებს მთელ ფულს ჯიბეში ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს გაუჭირდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ხელისუფლების შეცვლა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის, ლაზიკის პროექტის.

“ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ ფული ყველა მეზობელი მდიდარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ რუსულ ფულზე უარი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფული, არამედ უნდა იყოს ერთ-ერთი წყარო კაპიტალის, ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ტურისტები ყველა მხრიდან,” – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...