მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიას სკანდალური აღიარება: რა განაცხადა მან დახურულ შეხვედრაზე ექსპერტებთან და...

გიორგი გახარიას სკანდალური აღიარება: რა განაცხადა მან დახურულ შეხვედრაზე ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან?

Published on

სკანდალური აღიარება 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ზუსტად სამი კვირის შემდეგ – გიორგი გახარიამ დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ექსპერტების თქმით, მათ გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს პატარა რეზინის ტყვიებმა ეფექტი ვერ მოახდინა.

„აქ იმოქმედა, გარკვეულწილად ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. ეს არის ისეთი მოსაზრებები, როცა მომხდარი ფაქტის შემდეგ თვითონაც აანალიზებს,“ – განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან გამყრელიძემ.

ანალიტიკოსების თქმით, გიორგი გახარიამ მათ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.

„მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-ერთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ – განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...