მთავარისიახლეებისამართალიგიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა - ასედაახასიატა მან მიმდინარე ,,გამოძიება''

გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა – ასედაახასიატა მან მიმდინარე ,,გამოძიება”

Published on

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო,  როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ეს გუშინდელი ზვიად ძიძიგურის განცხადებიდანაც ღიად ჩანს, იმდენ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, კაცი, რომელსაც ვერ აკავებდი, ისე შერბოდა პარლამენტში, დღეს ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია, თურმე, მონაწილეობა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ წარმოებულ გამოძიებას გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა უწოდა. მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და ამისთვის მზად არიან, გადაწერონ ისტორია. გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი შეკითხვაა, 20 ივნისის ღამეს ოპოზიციასა და მთავრობის წევრებს შორის რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება.„სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...