,,დღეს პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის.. და ასე მშვიდი სახით თავზე გადაგვახია ყველაფერი, ისტორია, კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ენა…”რას წერენ სოციალურ ქსელში პუტინის ,,დიდსულოვნებაზე”

0
572

პუტინის დამცინავმა განცხადებამ და ხელისუფლების ქვეშევრდომულმა მადლიერებამ სოციალური ქსელი ააფეთქა. ვაქვეყნებთ ერთერთ ტიპურ გამოხმაურებას რიგითი მოქალაქისა, რომელიც ადექვატურ პასუხს აძლევს დამპყრობლის ცინიზმს.

,,დღეს პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის..
სახე შეინარჩუნა.
და ასე მშვიდი სახით თავზე გადაგვახია ყველაფერი, ისტორია, კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ენა, ყველა ომი, ყველა ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ადამიანის ცხოვრების ისტორია.. 
ასე პირდაპირ, კამერების წინ, მსოფლიოს გასაგონად, გენოციდის მოწყობაში დაგვადანაშაულა.. გენოციდი ხომ ვიცით რას ნიშნავს, უპატიებელი დანაშაულია.. 
საქართველო არც კი არსებობდა რუსეთამდეო, სერიოზული სახით გვაუწყა.
აფხაზეთში იქეთ შედიოდა საქართველო, სანამ ქართველებმა არ დაიპყრეს და არ ააწიოკეს აფხაზებიო, ლამის მუჰაჯირობის მიზეზიც ჩვენ შემოგვტენა.
სოჭიდან რომ ერეკებოდნენ ქართველებს ფეხით და ურმებით, აფხაზეთიდან რომ ყრიდნენ მოსახლეობას და თვითნ სახლებოდნენ, ეს გამორჩა.
ქართული ეკლესიები, ციხეები, ათასწლოვანი სიძველეები, ქართველი მეფეები, თვითონ აფხაზის ქართველობა და აფხაზეთის რუსიფიკაციის არაერთგზის მცდელობაც გამორჩა.
რაც ენაზე მოადგა ყველაფერი გვითხრა.
ტყუილად ნუ ბაქი-ბუქობთო, თქვე სისხლის მსმელებოო, მერე რა რომ კარგად მღერით, კარგი საჭმელები გაქვთ, ძალიან რომ გაფასებთ და მიყვარხართ, მაინც ასეთი საშინელი, ბარბაროსი ხალხი ხართო – ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასე თქვა.

დღეს პუტინმა არ გაგვწირა შიმშილისთვის, მაგრამ გვაფურთხა.
თბილისი დუმს.
სიონი დუმს.
ხალხი დუმს.
დუმაც დუმს.”

წინა სტატიაგავრილოვი, რამე რომ იყოს, საქართველოს ომბუდსმენობაზეც არ იტყვის უარს
შემდეგი სტატიაბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური