მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონტრაქციის მონაწილეთა რიგები შეთხელდა - რატომ დატოვა აქცია გურამ ფალავანდიშვილმა?

კონტრაქციის მონაწილეთა რიგები შეთხელდა – რატომ დატოვა აქცია გურამ ფალავანდიშვილმა?

Published on

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, რის შემდეგაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიაზე მისვლა შეძლეს. თუმცა, მათ და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან კორდონი ჰყოფთ.

მთელი ღამის განმავლობაში რუსთველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. მიუხედავად კონტრაციის მონაწილეობის რაოდენობის შემცირებისა, პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის უფლება 06:40 საათამდე არ მისცა.

ამ პერიოდის განმავლობაში აქციის “სირცხვილია” ორგანიზატორების ნაწილი პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა და სცენას იცავდა, რათა ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინათ ძალადობრივ ჯგუფებს.


დღეს დილით პროპუტინური ძალების ერთერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წინ დგომის მიზანს ვეღარ ხედავს. ფალავანდიშვილის თქმით, აქციის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რომც დარჩნენ, ის წასვლას მაინც აპირებს, რადგან მისი თქმით, მიზანი ის იყო, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარებულიყო (რომელიც ჩატარდა) და დეოკუპაციის საკითხი მას არ აინტერესებს. 

,,დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას” -თქვა ფალავანდიშვილმა

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...