მთავარისიახლეებისაზოგადოებაიღუმენია თამარი: იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!

იღუმენია თამარი: იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!

Published on

„ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ „რაინდი“ საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში“, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იღუმენია გამყრელიძე პარლამენტის წინ ლევან ვასაძის და მმკ-ს მიერ ორგნიზებულ ძალადობრივ აქციას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, საპატრიარქომ თავისივე წიაღში უნდა აღმოფხვრას მამათმავლობა.

„ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ „რაინდი“ საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი) „მორწმუნე მრევლო“ არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!  ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი!!!“ – წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.   

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...