მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დათქმული დრო გავიდა, მაგრამ ჩემი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია'' - ...

,,დათქმული დრო გავიდა, მაგრამ ჩემი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია” – მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურასთან მივიდა

Published on

2 თვე გავიდა, რაც პროკურატურამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მისცა პირობა, რომლის თანახმადაც პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ საგამოძიებო დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ჯერ არ შეუსრულებია. მკვლელობის შესახებ არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანაში რუსეთის მიერ მართული „ქართული ოცნება“ იარსებებს, სამართალი ვერ იზეიმებს. შვილმკვდარი მამა აცხადებს, რომ მასთან პირად საუბრებში მაღალჩინოსნები შეცდომას აღიარებენ, თუმცა ამის საქვეყნოდ გაცხადებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

„პირდაპირ პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელს და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის. არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში „ქართული ოცნება“. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, მე გაუნათლებელი ადამიანი თუ ეს დავინახე ნათლად, მართლა ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“.

მე თვითონაც ამას მეუბნებიან, „დიახ, ჩვენ დავუშვით შეცდომა“ , მაგრამ ამის აღიარება არ მოხდება. აი, ამას მეუბნებიან პირდაპირ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალჩისნონები,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.  

ოპოზიციის მოთხოვნას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული კომისიის შექმნის მოთხოვნით შვილმკვდარი მამა ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ის ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებს, თუმცა ადგილზე ღამის გათენებას დაზიანებული კარვის გამო ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, ახალი კარვის შეძენისთანავე  აქციებს განაახლებს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, არ შეწყვეტს ბრძოლას მანამ, სანამ მის შვილს, უდანაშაულოდ არ ცნობენ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...