მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელი სკოლის გარეშე და განათლებას მოწყურებული ბავშვები იდლიანიდან

სოფელი სკოლის გარეშე და განათლებას მოწყურებული ბავშვები იდლიანიდან [Video]

Published on

იდლიანის თემს სვანეთში, რომელიც 4 სოფელს აერთიანებს, ერთი სკოლა აქვს. 9კლასის დამთავრების შემდეგ სურვილისამებრ ბავშვებს ხაიშის სკოლა მასპინძლობს. თუმცა, 13 კილომეტრიანი საშიში გზა ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად მოზარდებში სწავლის გაგრძელების ხელშეშლის წინაპირობაა. წლებია იდლიანის თემში სრული, საჯარო სკოლის გახსნას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. სტატისტიკური მონაცემებით, 9 კლასდამთავრებული იდლიანელი ბავშვებიდან სრულ განათლებას მხოლოდ რამდენიმე, ან საერთოდ ვერ იღებს. იდლიანის კოლის მოსწავლეებს სამომავლო სურვილები აქვთ, რომელსაც კამერებთან ყვებიან და განათლებაზე ოცნებობენ. იდლიანელები გულხელდაკრეფილები არ არიან და პრობლემის მოგვარებას შესაბამის უწყებებთან წლებია ცდილობენ.
ფეროხ საბანაძეს 4 შვილი ყავს. სურს, რომ შვილებს სრულფასოვანი განათლება მიაღებინოს. ამბობს, რომ განათლების გარეშე დარჩენილი მოზარდების პრობლემები უფრო საშიში და მწვავე იქნება, მათ შორის ადრეული ქორწინება. მშობლები შიშობენ, რომ არასრული განათლება მომავალში რისკებს ვერ გაუძლებს. იდლიანელი ბავშვები სკოლას ისე ამთავრებენ, რომ მესამე საფეხურის დამადასტურებელი ატესტატი არ აქვთ.
სკოლა პედაგოგების სიმცირესაც განიცდის, პენსიონერი მასწავლებლები სკოლას ტოვებენ, ახალი მსურველები კი არ არიან, ამიტომ სექტემბრიდან იდლიანის სკოლაში 67 მოსწავლეეს მხოლოდ 7 პედაგოგი მოემსახურება.
ადგილობრივებს მესტიის მერია 2020 წლისთვის ახალ ინფრასტრუქტირას დაპირდა, რომლის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ეს კი მათი თქმით, სკოლის მშენებლობის პროცესს შეაფერხებს. სანამ პრობლემა მოგვარდება, იდლიანელი ბავშვებისთვის სკოლა ფუფუნება ხდება. იდლიანელმა მოზარდების საშუალო განათლების მიღებაზე ადვოკატირების კამპანიას საიას ზუგდიდის ოფისი ახორციელებს და ადგილობრივებს სამართლებრივ კონსულტაციებსაც უწევს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...