მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანვითარებული მოვლენების გამო რუსთავი2-მა რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა

განვითარებული მოვლენების გამო რუსთავი2-მა რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა

Published on

ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე არაერთი თავდასხმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის რამდენიმე საათით შეწყვეტის მიზეზი გახდა.

ეს გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

ნიკა გვარამიამ გადამღებ ჯგუფებს ოფისში დაბრუნებისკენ, ხელისუფლებას კი კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა და “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომლის დაცვისკენ მოუწოდა.

მანამდე აქციის მონაწილეების მხრიდან იყო “რუსთავი 2”-ში შემოჭრის მუქარა, შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის წყლის ბოთლები და კვერცხები. ინფორმაციას არხი ავრცელებს

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...