ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ გაუწია. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ გამოწვევებზე და მისი გადაჭრის შესაძლებლობებზე, იმსჯელეს სამომავლო პარტნიორობაზე და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე.შეხვედრაზე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გაცნობაც მოხდა, რომლის ადგილობრივ სამდივნოს წარმოადგენს სიდა. გლობალური შეთანხმება (UN Global Compact), რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქვეყანაში მომუშავე ბიზნესკომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. შეხვედრა იმართება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში. შეხვედრა დაგეგმილია ბათუმშიც.