მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 88 შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 88 შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები თბილისსა და გურიაში.

  • კახეთი – 447
  • სამცხე-ჯავახეთი – 130
  • იმერეთი – 119
  • ქვემო ქართლი – 102
  • აჭარა – 100
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 88
  • შიდა ქართლი – 57
  • მცხეთა-მთიანეთი – 32
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
  • გურია – 16
  • თბილისი – 12

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობითვე, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშიაგადაგზავნილი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...