მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაქტორი, რომლითაც ბიძას პატარა ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ მიჰყავდა, გადაბრუნდა

ტრაქტორი, რომლითაც ბიძას პატარა ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ მიჰყავდა, გადაბრუნდა

Published on

“გურიის მოამბის”ინფორმაციით, გუშინ ოზურგეთში საზარელი ავარია მოხდა.

სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა.

მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები: 

“ორი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ერთი მგონი წელს უნდა შესულიყო სკოლაში, ეს არის ყველაზე პატარა ასაკით და მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მართვით სუნთქვაზეა ეს პატარა თურმე. ასეთი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახი ჩემს სოფელში სხვა არ მეგულება”-თქვა ადგილობრივმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...