მთავარისიახლეებიეკონომიკაფაროსანას რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში

ფაროსანას რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაროსანას რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამას ამბობს მოსახლეობა, რომელსაც მონიტორინგის მიზნით ხვდებიან.

“მავნებელთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა”, – ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ შექმნილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა – parosana.ge

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...