მთავარისიახლეებისაზოგადოება„20 ივნისის სისხლიანი ჟანდარმი გადადგა კი არა, იქეთ დაიწყო სხვების დაჭერა''...

„20 ივნისის სისხლიანი ჟანდარმი გადადგა კი არა, იქეთ დაიწყო სხვების დაჭერა” – ნიკა გვარამია

Published on

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებების დაწყებას ეხმაურება:


„20 ივნისის სისხლიანი ჟანდარმი გადადგა და პასუხისგებაში მიეცა კი არა, იქეთ დაიწყო სხვების დაჭერა ჯგუფური ძალადობისთვის.

ივანიშვილის ხელის პროკურატურა ამბოხის მუხლით იწყებს გამოძიებას და, პრაქტიკულად, სპონტანურად შეკრებილ ქართველ პატრიოტებს მეამბოხეებს უწოდებს.

მალე გავრილოვის შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმაც ოპოზიციას შეეტენება (აბა სხვა მოტივი ამ “ამბოხს” არ ქონია) და ეს ხუმრობად უკვე აღარ ჟღერს.

კედელთან მიმწყვდელი მდიდარი შიზოიდი უკიდურესად შეშინებულია და ძალიან სახიფათო ფაზაში შეჰყავს ქვეყანა.“- წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია, ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რა ჩანაწერიც არ უნდა გაავრცელოს ახალგაზრდების აქციის გაბანძება და პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა არ გამოუვა:


„ახლა მიმდინარეობს ჭორის ცირკულირება, რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. ცხადია, ბიძინას შავრაზმელი ჟურნალისტები ამოქოქეს და ყველამ დამირეკა კომენტარისთვის.

რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით. ჯერ ერთი, მე თვითონ არ ვმალავ, რომ სააკაშვილსაც ვესაუბრები და ის ძირითადად ჩემგან იგებს მიმდინარე მოვლენებს. მეორე, არც ერთი საუბარი არ არსებობს პარლამენტის მოვლენების წინმსწრები, რადგან ეს მოვლენები არც სააკაშვილის შემოქმედებაა და არც რ2ის – გაბრაზებული ქართველი პატრიოტების სპონტანური შეკრებაა, რომელთა 95% არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ჩვენი ყოვლისმცოდნე ტელევიზიისთვისაც კი სიურპრიზი იყო. მესამე, თუ “ამბოხი, რასაც უნდა მოყოლოდა რეგიონებში არეულობა” რეგინოების მსხვილ ქალაქებში მიტინგებს მოიცავს, ეს სააკაშვილისგანაც გამიგია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისგანაც და სრულიად სწორიცაა ტაქტიკური თვალსაზრისით და ლეგიტიმურიც – კონსტიტუციური თვალსაზრისით. თუ უკვე მიტინგი ინტერპრეტირდება, როგორც ამბოხი, მაშინ დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ – სალამი ჩრდილოეთ კორეა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...