20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

0
498

20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებათ. 

ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის მონაწილეების სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას არ ჩქარობს.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

წინა სტატიამე-5 საჯარო სკოლისთვის ზურაბ ჭავჭავაძის სახელის მინიჭება დავის საგანი გახდა
შემდეგი სტატიადღეს რუსთაველზე “თავისუფლების მარში” გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური