მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვაპირებთ, რომ გადავიდეთ შეტევაზე "- გიორგი კანდელაკი

“ვაპირებთ, რომ გადავიდეთ შეტევაზე “- გიორგი კანდელაკი

Published on

„ჩვენ, „ევროპული საქართველო” ვაპირებთ, რომ გადავიდეთ შეტევაზე “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა “არჩევანში” გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში გიორგი კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ ემბარგოს გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსკენ ავიამიმოსვლა გააუქმა.

გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყანა რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა მან ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც ბოლო დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა თუ ტურისტული ნაკადის შემცირებაში ოპოზიციას აკრიტიკებს.

გიორგი კანდელაკის თქმით, მისი გუნდი უკვე ხვალიდან დაიწყებს „შეტევას“ მმართველი გუნდის მიმართ.

„ამან აჩვენა, რაოდენ სახიფათოა ფსონის დადება ეკონომიკური ფსონის დადება რუსეთზე. რუსი ტურისტები უნდა შემოდიოდნენ, ვაჭრობაც უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება ამაზე ვიყოთ დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ შეტევის გაკეთებას ეკონომიკაში, წინადადებებით გამოსვლას – ეს არის აქციზის გაუქმება საწვავზე, რაც მათ შემოიღეს და გააძვირეს საწვავი, ეს არის საპენსიო მავნებლობის, ჯიბეში რომ ხალხს ჩაუძვრნენ, ამის გაუქმება, ეს არის ტურიზმის სფეროში, მართლა, ბევრი ბიზნესი დაზარალდება და მათ რომ შეესმინათ ჩვენი წინადადებები და ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილი მასშტაბით აემუშავებინათ, დღეს ევროპელი ტურისტების რაოდენობა იქნებოდა 5-ჯერ მეტი, რომლებიც ბევრად მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე რუსები და ერთწლიანი ჩამორჩენა აქვთ ამ ტერმინალის მშენებლობაში და ჩვენ ხვალ ვაპირებთ, მაგალითად, ტურიზმის სფეროში წინადადებების პაკეტით გამოსვლას და ეკონომიკაშიც უნდა შევუტიოთ ჩვენ,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...