მთავარისიახლეებიეკონომიკასაქსტატი: ივნისში ფასები მაისთან შედარებით გაზრდილია

საქსტატი: ივნისში ფასები მაისთან შედარებით გაზრდილია

Published on

საქსტატი აქვეყნებს ანგარიშს 2019 წლის ივნისში მომხდარი ინფლაციისა და ფასების დონის შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1 %, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, 4.3% შეადგინა.

მაისთან შედარებით, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3%), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7%), ასევე ტრანსპორტსა (0.9%) და ჯანდაცვაზე (0.8%).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წინა წელთან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

თევზეული (13.3%),

ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9%),

პური და პურპროდუქტები (11.7%),

ხორცი და ხორცპროდუქტები (6.4%),

რძე, ყველი და კვერცხი (6.1%),

მინერალური და წყაროს წყალი (4.3%),

ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6%);

ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.1%-ით,

ტრანსპორტის ჯგუფში – 3.2%-ით, 

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში – 5.0 %-ით. 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა წელთან შედარებით, 2019 წლის ივნისში ფასები მომატებულია 2.9%-ით.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...