მთავარისიახლეებისაზოგადოებახამისქურში დამზადებული დაფნის ეთერზეთები ევროპის ბაზარზე გავა

ხამისქურში დამზადებული დაფნის ეთერზეთები ევროპის ბაზარზე გავა [Video]

Published on

ინდ.მეწარმე მამუკა ბუკია  სოფელ ხამისკურში დაფნისგან ეთერზეთებს აყენებს. თავისი პროდუქციის ნაწილი მან საფრანგეთშიც გაგზავნა.მამუკა ბუკია  დაფნის საწარმოს ხამისკურში  10 წელია ამუშავებს .თავისი პლანტაციაც აქვს და დაფნას მოსახლეობისგანაც ყიდულობს.საწარმოდან დაფნის უდიდესი ნაწილი თითქმის ნახევარი, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში იყიდება, თუმცა როგორც მამუკა ბუკია ამბობს, პროდუქტი ევროპაშიც გაქვთ – პოლონეთსა და ესტონეთში. ახლა მეწარმის მთავარი მიზანია, პროდუქტის ადგილზე დაფასოება დაიწყოს. დაფნის პროდუქციის მოთხოვნა ბაზარზე იმდენად მზარდია, რომ წლიდან წლამდე მიღებული მოსავალი საკმარისი არ არის.თუ ადრე მოსახლეობას დაფნის ნედლეულის შესასყიდი ფასის სიმცირის გამო მისი ჩაბარება და მოვლა არ უღირდა, დღეს მისი ფასი საკმაოდ მაღალია.ამ საწარმოდან ყოველწლიურად 200- 300 ტონა გადის ექსპოტრზე. საქართველოში დაფნის გადამამუშავებელ საწარმოთა რიცხვი მცირეა. ისინი ძირითადად სამეგრელოში ოპერირებენ. უნიკალური ქართული დაფნისა და  დაფნის ეთერზეთებზე მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე მაღალია. ამჯერად ქართველი მწარმოებლები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

სიახლეები

სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ...

კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ...

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...