მთავარისიახლეებიპოლიტიკადამნაშავეები რიგითი სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან, საფრთხე დაინახეს და სროლა ბრძანების გარეშე...

დამნაშავეები რიგითი სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან, საფრთხე დაინახეს და სროლა ბრძანების გარეშე დაიწყეს – ხელისუფლების ახალი ვერსია გახარიას გადასარჩენად

Published on

ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადასარჩენად ახალ გეგმას განიხილავს.

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნებამ” “გავრილოვის სისხლიან ღამეზე” პასუხისმგებლობა შესაძლოა, სრულად სპეცრაზმს დაეკისროს.

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი აპირებს თქვას, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებისგან საფრთხე დაინახეს, სროლა საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყეს, ცენტრალური ბრძანება კი არ არსებობდა.

ოპოზიცის თქმით, ამ სცენარით, გახარია და ჩუბინიძე სისხლის სამრთლებრივ დევნას აირიდებენ თავიდან.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბრალება უტიფრობაა, რადგან ყველამ იცის, რომ ბრძანების გამცემი იყო ივანიშვილი, შემდეგ კი გახარია და ჩუბინიძე.

„იმაზე საუბარი, რომ უშუალოდ რიგითი სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან დამნაშავე და არავის ბრძანება არ გაუცია, ეს არის იმდენად უტიფრობა და საბჭოთა სისტემის განსახიერება, რომ რეალურად საუბარი უკვე გონიერებაზე ზედმეტია.

უნდა ვიცოდეთ მარტივი ფორმულირება, ბრძანებას ექვემდებარება შს სამინსიტროს ყველა თანამშრომელი, ბრძანების გამცემი ადამიანები იყვნენ ვერტიკალურად და წყობა არის შემდეგი: ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე და კოორდინაციაში ყველა სამართალდამცველ უწყებასთან, ასევე რეალურად იმ სამმართველოს უფროსებთან, რომლებიც ასევე იდგნენ კორდონის მიღმა,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...