ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე ქართული დელეგაცია ყურადღებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილებს. საუბარია ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე. ასევე საუბარი შეეხება უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასადა დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე.ოფიციალური თბილისი აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.