მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგი კაპანაძე: ,,კარასინის განცხადებები არ მიკვირს - საქართველოში რუსეთის შვიდწლიანი პროპაგანდა დამარცხდა.''

სერგი კაპანაძე: ,,კარასინის განცხადებები არ მიკვირს – საქართველოში რუსეთის შვიდწლიანი პროპაგანდა დამარცხდა.”

Published on

გრიგორი კარასინის განცხადებები არ მიკვირს. ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთს საქართველოში დაენგრა შვიდი წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუშტური, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

მისი თქმით, აგონიაში მყოფი მუქარის განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციამ საქართველოში რუსეთის პროპაგანდა დაამარცხა.

„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა დონეზე, მათ შორის კარასინის და სხვა მაღალჩინისნების მხრიდან გაკეთდა ბევრი შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადება, რაც სიმართლე გითხრათ არ მიკვირს. ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთს საქართველოში დაენგრა შვიდი წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუშტური. დაენგრა გავრილოვის ამბების ირგვლივ და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ოკუპანტის წინააღმდეგ განწყობილი. მათი მხრიდან აგონიაში მყოფი მუქარის განცხადებები გასაკვირი სულაც არ არის. პირიქით, აჩვენებს, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე არა მთავრობის გამოისობით, არამედ საზოგადოების და ოპოზიციის დიდი მონაწილეობით დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა საქართველოში”,-აცხადებს კაპანაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა.

“ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა მოახერხეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების მიტრიალება რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაფერი პოზიტიური საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რასაც ერთობლივად ვქმნიდით 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო უკვე მუშაობდა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები”, – განაცხადა კარასინმა.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...