20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მას რეზინის ტყვია თავში მოხვდა.
ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი პასუხი რა მანძილიდან ესროლა სპეც რაზმმა 46 წლის მამაკაცს, რომელსაც ჩამსხვრეული აქვს თავის ქალა და დაზიანებული აქვს ტვინის ქსოვილები. ექიმებმა ვერ იპოვეს ტყვია, რომლითაც გრიგორიანს თავის ქალა გაუხვრიტეს.
რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება კიდევ ორი ადამიანი. მედიკოსების განცხადებით, ერთ-ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ. მესამე დაშავებული ჯერჯერობით კვლავ კლინიკაში დარჩება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეცრაზმმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს აქციის მონაწილებს, 4 სხვადასხვა ტიპის ტყვია ესროლა, მათ შორის იყო ნარინჯისფერი რაკეტის ფორმის რომელიც ახლო მანძილიდან სროლის დროს კლავს. უცნობია კონკრეტულად რომელი ტყვია მოხვდა მიბჯენით სროლისას დავით გრიგორიანს.