მთავარისიახლეებისაზოგადოება"შერატონ მეტეხი პალასთან", სადაც „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია უნდა გამართოს,...

“შერატონ მეტეხი პალასთან”, სადაც „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია უნდა გამართოს, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია გახარიას გადადგომის მოთხოვნით

Published on

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასთან”, სადაც „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია უნდა გამართოს, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით – „გახარია წადი“, „ნუ გვაბრმავებთ“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი არაა შეხვედრის ჩაშლა. მისი თქმით, ამ აქციით ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ.

„ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რაც აქ ხდება და არაფრის ჩაშლას არ ვაპირებთ. უბრალოდ, მაქსიმალურად გვინდა ვიყოთ ყველგან, სადაც ხელისუფლების წამომადგენლები არიან, ვინც წყვეტენ გახარიას გადადგომას. ჩვენი ეს მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელია”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში”, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020“- ის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციასს დემონსტრატიულად არ ესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...