მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადადგეს გახარია! - ახალგაზრდები მერვე დღეა შიმშილობას განაგრძობენ

გადადგეს გახარია! – ახალგაზრდები მერვე დღეა შიმშილობას განაგრძობენ

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე შიმშილობის აქცია გრძელდება.

ახალგაზრდები უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ და ღამეს პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ათევენ.

პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის 5 მონაწილე მიმართავს. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე არ შესრულდება ერთადერთი მოთხოვნა და არ გადადგება გიორგი გახარია, რომელსაც 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

„ჩვენ გვქონდა თავიდანვე სამი ძალიან მკაფიო მოთხოვნა, საიდანაც ორი დაკმაყოფილდა, დარჩა ერთი და ძალიან პრინციპული – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. ჩემთვის პირადად არის შიმშილობის მერვე დღე. ეს საპროტესტო ფორმაც გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს,“-აცხადებს მოშიმშილე, ცენტრ „ემპათიას“ იურისტი, გიორგი ლემონჯავა.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...