მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. საზღვის მიღმა დარჩენილი გალელი აბიტურიენტებისთვის განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს

ე.წ. საზღვის მიღმა დარჩენილი გალელი აბიტურიენტებისთვის განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს

Published on

ეღტიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღო გალში მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა, რასაც განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, მათთვის გამონაკლისი დაიშვება და განათლების ხელმისაწვდომობა ყველას ექნება.

„ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა შეძლო გადმოსვლა, ნახევარი გადმოსულია. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, მოგეხსენებათ, რომ პრობლემა შეექმნათ აბიტურიენტებს. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ ის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მათ არ შეექმნათ განათლების მიღების პრობლემა. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა მათ პირველ გამოცდაში მონაწილეობის მიღება, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო გამოცდებში აუცილებლად ჩაერთონ, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შემდგომ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ”, – განმარტა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...