მთავარისიახლეებიპოლიტიკაანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოვიდა

ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოვიდა

Published on

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება დაშავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა კომაში მყოფი ორი ადამიანიდან, 46 წლის მხოლოდ დავით გრიგორიანი იყო. 

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძემ, თქვა, რომ დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია, თუმცა დაკვირვების მიზნით, ის მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ხუთივე მათაგნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

“ამჟამად კლინიკებში 5 პაციენტი რჩება. მათ შორის, რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება 3 პაციენტი. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნილია. პაციენტი კონტაქტურია, შემოდის ექიმებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტში. გვრჩება რეანიმაციაში უწყვეტი მონიტრონგის ქვეშ, რათა დაკვირვებები გაგრძელდეს. ასევე, დღეს ერთი პაციენტი ისრაელში გაემგზავრა, გამთენიისას კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრება გერმანიაში, მიუნხენის კლინიკაში,”- ამბობს ავთანდილ თალაკვაძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დავით გრიგორიანის 20 ივნისს პარლამენტის წინ ანტსაოკუპაციო აქციის დარბევისას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა. ის 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო შეერთებული. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...