მთავარისიახლეებისაზოგადოება"თავისუფლების მარში" ზუგდიდში

“თავისუფლების მარში” ზუგდიდში [Video]

Published on

“წადი, ნუ გვაბრმავებ”- შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, სწორედ გახარიამ უნდა აგოს პასუხი იმ მოვლენებზე, რაც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება.

აქციის მონაწილეებმა მე-2 საჯარო სკოლიდან დაიწყეს მსვლელობა და სიმბოლურად 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალთან დაასრულეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გარდა ერთისა და ეს არის შსს მინისტრის გადადგომა.მანამდე ისინი ითხოვდნენ აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, რაც დაკმაყოფილდა.რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“თავისუფლების მარში” დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

სიახლეები

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...

სინოდის შემდეგ პატრიარქს სიონის ტაძარში გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 დაიწყება

საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 2026 წლის 18 მარტს, საპატრიარქო რეზიდენციიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამების...