ნაქართველარი რუსი მომღერალი სოსო პავლიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაზე უფრო მეტი რამაა, ხოლო საქართველოში მიმდინარე აქციები “სატანიზმია” და მასში ანტირუსული განწყობით შეშლილი და ბავშვები მონაწილეობენ.
“ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება,” – ამბობს პავლიაშვილი. Daily Storm-თან ინტერვიუში
“მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს,” – თქვა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა.
პავლიაშვილმა ინტერვიუში საქართველოს რესტორნებში რუსებისთვის გადასახდის გაზრდასა და კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების შეჩერებას გამოეხმაურა – “შესაძლოა, ამ ხალხს ვინმე უხდის, სხვა მიზნები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ დონეზე უნდა დაეცეთ. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უთხრეს: ეს ჩვენი მტერია, ხოლო ეს მეგობარი. თუმცა, ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოში ასეა, არამხოლოდ საქართველოში.”