მთავარისიახლეებიმსოფლიოკატალონიაში ტყის ხანძარმა იფეთქა -ცეცხლი უკვე 5,500 ჰექტარს არის მოდებული

კატალონიაში ტყის ხანძარმა იფეთქა -ცეცხლი უკვე 5,500 ჰექტარს არის მოდებული

Published on

ესპანეთში, კატალონიაში ტყის ხანაძარმა იფეთქა. ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია ბოლო 20 წლის მანძილზე. ცეცხლი უკვე 5,500 ჰექტარს არის მოდებული. ევვაკუირებულია 53 მოსახლე, კვამლის და ცეცხლის გამო ასობით ცხვარი დაიხოცა.  ადგილზე მობილიზებული 500-ზე მეტი მეხანძრე და ჯარისკაცი ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს, გზების ნაწილი დაკეტილია და მოსახლეობას მოუწოდებენ ამ არეას თავი მაქსიმალურად აარიდონ.

რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ცეცხლი შესაძლოა 20,000 ჰექტარამდე ფართობზეც გავრცელდეს. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და არახელსაყრელი ამინდი ართულებს. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.

ესპანეთსა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...