მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე განმარტავს, რატომ თქვა უარი პარლამენტში მისვლაზე

მამუკა ბახტაძე განმარტავს, რატომ თქვა უარი პარლამენტში მისვლაზე

Published on

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს მიზეზს, რის გამოც გადაიდო პარლამენტში მისი მოხსენების მოსმენა. 

“ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან,”- წერს პრემიერი Facebook პოსტში . 

ბახტაძის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარადგინოს. 

“ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს,”- წერს მამუკა ბახტაძე. 

სიახლეები

როგორ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს ისე, რომ მიყურადების მინიმალური შანსი არსებობდეს – რჩევები

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი 25 დეკემბერს სუს-ის ბრიფინგის მთავარ თემას - ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით დამყარებული კონტაქტის...

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...